Saturday, January 21, 2023

ჩემ შესახებ


მოგესალმებით ჩემს ბლოგზე,მე ვარ ასმათ როდონაია,ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

       ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპია: ,,თუ ბედავ სწავლებას,თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა" . აქედან გამომდინარე, მუდმივად ვსწავლობ, ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ ვუპასუხო ყველა იმ გამოწვევას,რომელიც  სჭირდება  თანამედროვე მოსწავლეს  სწავლის, წიგნიერებისა და ცხოვრებისეული  უნარების განსავითარებლად.








                                           






 

მასწავლებლის ათი მცნება
1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, – რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

გაბრიელა მისტრალი








































No comments:

Post a Comment

ჩემ შესახებ

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე,მე ვარ ასმათ როდონაია,ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.         ჩემი მუშაო...