2025-2026 სასწავლო წელი
კურიკულუმი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-5 ა კლასი
კურიკულუმი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-5 ბ კლასი
ლიტერატურული ვიქტორინა
ლიტერატურული ვიქტორინა -- ,,ჩვენ ვკითხულობთ რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას"--შემოქმედებას, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეები „სულის პურს“,„სულის ქურაში“ გამოწრთობილს უწოდებენ. მწერალი თავის პატარა მოთხრობებში, მძიმე ბავშვობის ეპიზოდების მხატვრულად გადმოცემით, ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ჩვენი სამშობლოს ავკარგიან ცხოვრებას. რევაზ ინანიშვილი საბჭოთა ეპოქის შვილია. მამამისი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა 1937 წელს, როცა მომავალი მწერალი 11 წლის იყო. ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის ცხოვრებას და მის შემოქმედებაშიც ანტისაბჭოური განწყობის ტექსტებს ხშირად ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყინარი და კეთილშობილი ადამიანი არ ყოფილა პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რკინის ფიგურა. ის მსოფლიო მასშტაბის ჰუმანისტია და მხოლოდ კალმით, მხოლოდ ალეგორიულად,მხოლოდ მეტაფორულად თუ ამხელდა საბჭოთა რეჟიმს.
მონაწილე გუნდები და ქულათა გადანაწილება
მონაწილე მოსწავლეებისთვის გადასაცემი დიპლომებისა და სერტიფიკატების ნიმუშები
No comments:
Post a Comment