სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ eTwinning პორტალზე განთავსებულ საერთაშორისო პროექტში - „ჩემი
უნარი - ჩემი ძალა: უნარები სამყაროს შესაცვლელად“, რომლის მიზანიც მოსწავლეებში ცხოვრებისეული
უნარების განვითარების ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს
მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობა, გაიცნეს თანატოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთად იმუშავეს.
გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ პარტნიორს, მოსწავლესა და მშობელს ამ დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალში თანამონაწილეობისთვის!

No comments:
Post a Comment