25 თებერვალი,1921 წელი -- საქართველოს ოკუპაცია
2025 წლის 25 თებარვალს ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის მე-9 კლასში, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები გაეცვნენ და წარმოადგინეს თავიანთი ხელით სექმნილი საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დღიურების ანალოგები და ისაუბრეს ამ ჩანაწერების მნიშვნელობაზე.
ოკუპაციის დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საქართველოს ისტორიის უმძიმეს დღეებზე და მოვაწყვეთ ვიდეო ჩვენება.
,,ნუ გეშინიათ,გავიმარჯვებთ სახელოვნად!"
1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 19 წლის მარო მაყაშვილი. დღიურში მარო თავის თავსა და იმდროინდელ საქართველოზე დაწვრილებით მოგვითხრობს.
მარო. დღიური. საქართველო. 1918 წელი. მ.მ. ქეთო. „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ - ამ წარწერების გვერდით მარო მაყაშვილს თავისი დღიურის გარეკანზე საქართველოს სამფერი დროშა მიუხატავს. მარო ამ დროს სულ 16 წლისაა. 1921 წლის 19 თებერვლამდე, კოჯრის ფრონტზე მისი ტრაგიკულად დაღუპვის დღემდე, მარო კიდევ ბევრ ფურცელს გაავსებს. მარო მაყაშვილის დღიურის დედანი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ატყვია მაროს მოთხრობილი ამბები.
მარო მაყაშვილის დღიური
,,25 თებერვალი"-- საშინელებაზე დაწერილი ლექსი
.jpg)

No comments:
Post a Comment