· UNICEF-ის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებთან ჩავატარე ტრენინგი თემაზე ,,პოზიტიური მშობლობა“, რომელიც იყო ინტერაქციული ხასიათის. შეხვედრის დასაწყისში გავაცანი ტრენინგის თემა, მიზანი და განსახილველი საკითხები.
· შეხვედრის მიზანი იყო:
პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებული
ისეთი საკითხების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება მშობლებისათვის, როგორებიცაა:
v აღზრდის სტილი;
v ბავშვის უფლებები;
v ბავშვთან პოზიტიური კომუნიკაცია.
Microsoft PowerPoint -ის საპრეზენტაციო ფორმატით მშობლებს დეტალურად გავაცანი აღზრდის ოთხი სტილი და მათი გავლენა მოზარდთა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. მშობლებმა შეავსეს კითხვარები აღზრდის სტილზე, რომლითაც შეეძლოთ განესაზღვრათ, თუ რომელი აღზრდის სტილს იყენებდნენ თვითონ და როგორ არის შესაძლებელი ბავშვებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება. ჯგუფებად დაყოფილ მშობლებს დაურიგდათ ქეისები აღზრდის საკითხზე აღზრდის მეთოდებზე, რომლის მიხედვითაც გაიმართა დისკუსია.
·
მიღწეული
შედეგები: მშობელთა ინფორმირებულობა აღზრდის სხვადასხვა სტილზე, ბავშვთა უფლებებსა
და პოზიტიურ კომუნიკაციაზე.









No comments:
Post a Comment