მუზეუმი მხოლოდ წარსულის ნივთების საცავი არ არის — ის ჩვენი იდენტობის საფუძველია. პროექტ „რა არის მუზეუმის“ მიზანი იყო, მეხუთეკლასელებს აღმოეჩინათ კავშირი წიგნში წაკითხულ ამბებსა და რეალურ სამყაროს შორის. დადიანების სასახლისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკაში სტუმრობით გვინდოდა ბავშვებში კითხვა-პასუხის, მსჯელობისა და კვლევის ინტერესი გაგვეღვივებინა. სხვადასხვა საგნის მასწავლებლების ერთობლივი მუშაობით კი მიზნად დავისახეთ, დაგვენახებინა მოსწავლეებისთვის, რომ ისტორია და ლიტერატურა ერთმანეთს ავსებს. პროექტის უმთავრესი მიზანი იყო ჩვენი მოსწავლეების კულტურული თვითშეგნების ამაღლება და მათში სამშობლოს მიმართ სიამაყის გრძნობის გაძლიერება.

.jpg)

.jpg)


No comments:
Post a Comment