ექსკურსია სვანეთში

   2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს ჩემი სადამრიგებლო მეათე კლასის მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთად დავგეგმე ექსკურსია სვანეთში,რომლის მიზანი იყო საქართველოს კუთხეების  გაცნობა  არაფორმალურ გარემოში. ექსკურსია იყო ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული. 

პირველ რიგში ვესტუმრეთ სვანეთის ისტორიისა და   ეთნოგრაფიის მუზეუმს მესტიაში, რომელიც მრავალფეროვან ექსპოზიციას მოიცავს.აქ  წარმოდგენილია სვანეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი. მუზეუმში ვიზიტი სვანეთში აღმოჩენილი ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მასალის გაცნობით დავიწყეთ. შემდეგ ვნახეთ ნუმიზმატიკური კაბინეტი. IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს.










შემდეგ დავათვალიერეთ ქალაქი მესტია და სხვა  ღირსშესანიშნავი ადგილები.













No comments:

Post a Comment

ჩემ შესახებ

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე,მე ვარ ასმათ როდონაია,ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.         ჩემი მუშაო...