კვირეული 2024

14 აპრილი-- ქართული ენის დღე 

"დედაენა პიროვნების სახეა; 

ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს; 

სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია."

 დედაენის დაცვის  დღესთან დაკავშირებით, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა  მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა.


კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შეფასების კრიტერიუმები


                      

1.საუკეთესო კალიგრაფი.                                                      15.04. 2024   

  კალიგრაფიული ნიმუშის შეფასების კრიტერიუმები:

  ა)  ქართული    ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა;

  ბ)  ტექსტის მხატვრული გაფორმება ( ელემენტების შეტანა).

              ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.

     

 2.საუკეთესო მკითხველი  --- უცხო ტექსტის კითხვა და გააზრება.      16.04.2024

            წაკითხული ტექსტის გააზრების კრიტერიუმები:

           ა) ტექსტის თემისა და ძირითადი იდეის გამოკვეთა;

           ბ)  მიღებულ ინფორმაციაში ძირითადის  ( არსებითისა) და მეორეხარისხოვანის გარჩევა;

           გ) მთელი ტექსტიდან ან მისი ცალკეული ნაწილებიდან დასკვნის გამოტანა;

           დ) ვარაუდისა და  ფაქტის ერთმანეთისაგან  გარცევა;

          ე) ტექსტში წარმოდგენილ მოვლენათა შორის არსებული კავშირის დადგენა.

                     ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.

 

   3. ნორჩი გრამატიკოსი --  ტექსტში დაშვებული შეცდომების გასწორება.        17.04.2024

              შეფასების კრიტერიუმები:

            ა) სხვადასხვა   ხასიათის ტექსტის გამართულად წერა;

            ბ) ნაწერის  გასწორების მარტივი ხერხის გამოყენება;

            გ) შეძლონ: რთული სიტყვის მართლწერა, სასვენი ნიშნების სწორად დასმა;

            დ) ორთოგრაფიულ - მორფოლოგიური შეცდომების ამოცნობა.

                ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.

 

 კვირეულში მონაწილე თითოეული მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატით









მოსწავლეთა ნამუშევრები
















საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები









No comments:

Post a Comment

ჩემ შესახებ

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე,მე ვარ ასმათ როდონაია,ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.         ჩემი მუშაო...