ჩვენ გვიყვარს ლიტერატურა,რომელიც წარმოსახვით რეალობაში გვამოგზაურებს.... ჩვენ გვიყვარს კითხვა და ვკითხულობთ ქართულ და უცხოურ ლიტერატურას. ვეცნობით პერსონაჟებს, ვცხოვრობთ მათი ცხოვრებით, განვიცდით,გვიხარია და გვტკივა მათი სატკივარი... ამავდროულად კი გვჯერა ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი.“
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბმა ჩაატარა ვიქტორინა-კონკურსი, რომელშიც საბაზო საფეხურის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა.
პირველი ტური დაეთმო ქართველ მწერალთა შემოქმედებას,მეორე ფინალური ტური კი უცხოურ ლიტერატურას.

კონკურსის მიზანი იყო მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება,მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია, აქტიური მოსმენისა და ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, გამარჯვებულ გუნდებს კი გადაეცა დიპლომები
ლიტერატურული ვიქტორინა-კონკურსის გეგმა
I ტური
ვიქტორინის I ტურში გამოყენებული კითხვები და პასუხები
30.03.2023 -- სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლაში, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა ,,ჩვენ ვკითხულობთ ქართულ და უცხოურ ლიტერატურას", რომელშიც მონაწილეობდნენ VII -VIII-IXკლასის მოსწავლეები.
ლიტერატურული ვიქტორინის II ტური 05.05 2023
ვიქტორინის მეორე ტურში გამოყენებული პრეზენტაცია
No comments:
Post a Comment